რეალიზაციის ოპერატორი
Job description
"G&A Group" არის ქართული კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს საკვები პროდუქტების წარმოების, ლოჯისტიკისა და დისტრიბუციის სფეროში. კომპანიის ბრენდებია "რერა", "ხინდა", "ნობათი", რომლებიც მომხმარებელს სთავაზობენ მაღალი ხარისხის გაყინულ ნახევარფაბრიკატებს და სხვა პროდუქტებს. G&A Group მუდმივად ზრუნავს ხარისხზე, ინოვაციებსა და განვითარებაზე, რის შედეგადაც მომხმარებლის ნდობასა და ბაზარზე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. თუ ეძებთ შესაძლებლობას, გახდეთ მზარდი, განვითარებაზე ორიენტირებული და წარმატებული გუნდის წევრი, შემოუერთდი ჩვენს გუნდს რეალიზაციის ოპერატორის პოზიციაზე. ფუნქცია- მოვალეობა ** მითვლის ფურცლების საფუძველზე რეალიზაციის დოკუმენტების დროული და ზუსტი გაფორმება; ** ზედნადებების პაკეტური აქტივაციის განხორციელება; ** რეალიზაციის კორექტირებებისა და დაბრუნებების პროგრამაში ასახვა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება; ** ბორტებზე დაგროვილი ნაშთების შესაბამის საწყობზე განაწილების უზრუნველყოფა; ** მომხმარებელთა შეკვეთების პროგრამაში რეგისტრაცია, დამუშავება და კონტროლი; ** ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამსახურებრივი დავალებების დროული და ხარისხიანი შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** სასურველია 1C 8.3 ERP პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება. უნარები: ** დეტალებზე ორიენტირებული; ** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. სამუშაო ადგილი ქ. თბილისი; სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე. ფიქსირებული ანაზღაურება თვეში 1400 ლარი (გაიცემა თვეში ორჯერ); კომპანია უზრუნველყოფს ერთჯერად კვებას. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ: "რეალიზაციის ოპერატორი" გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. G&AGroup ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.