რეგიონული დირექტორი
Job description
"ANAX" არის საინჟინრო კომპანია, რომელიც საქმიანობს MEP სისტემების, სახანძრო უსაფრთხოების, HVAC, ელექტრო და სხვა საინჟინრო მიმართულებებით. კომპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ და შედეგზე ორიენტირებულ რეგიონულ დირექტორს , რომელიც უხელმძღვანელებს დასავლეთ საქართველოს მიმართულებას. ძირითადი მოვალეობები: ** დასავლეთ საქართველოს რეგიონში კომპანიის საქმიანობის სრული მართვა. ** მიმდინარე პროექტების, ვადებისა და შესრულების ხარისხის კონტროლი. ** პროექტების გუნდების, ინჟინრებისა და სამუშაო ჯგუფების კოორდინაცია. ** დამკვეთებთან, პარტნიორებთან და სამშენებლო კომპანიებთან ურთიერთობის მართვა. ** ახალი პროექტებისა და ბიზნესშესაძლებლობების მოძიება. ** საოპერაციო და ფინანსური მაჩვენებლების მონიტორინგი. ** ხელმძღვანელობისთვის რეგულარული ანგარიშების მომზადება. ** კომპანიის სტანდარტებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება. ** უპირატესობა მიენიჭება სამშენებლო ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილებას. ** ლიდერული, მოლაპარაკებებისა და გადაწყვეტილებების მიღების ძლიერი უნარები. ** პროექტების მართვის გამოცდილება. ** MS Office-ის კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** ლიდერული უნარები. ** შედეგზე ორიენტირებულობა. ** ძლიერი კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარი. ** დამოუკიდებლად და მაღალი დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ** ბონუსების სისტემას შესრულებული შედეგების მიხედვით. ** კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. ** მასშტაბურ საინჟინრო პროექტებზე მუშაობას. ** პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: [email protected] ელფოსტის თემაში მიუთითეთ: "რეგიონული დირექტორი - ბათუმი".