TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეგიონული მიმართულების მენეჯერი

რეგიონული მიმართულების მენეჯერი

m-t-a Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 23, 2026

Job description

შპს " ემ თი ეი " აცხადებს ვაკანსიას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დეპარტამენტის რეგიონული მიმართულების მენეჯერის პოზიციაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "ემ თი ეი" 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მმართველობაშია საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, მესტია) სასრიალო არეალები და საბაგირო ინფრასტრუქტურა. შპს "ემ თი ეი" მუდმივად ზრუნავს თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებასა და პოზიტიური კორპორატიული სამუშაო გარემოს შექმნაზე. ჩვენი გუნდის წევრებს ვთავაზობთ: ** კორპორატიულ სატელეფონო ბალანსს; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** სეზონურ სასრიალო აბონემენტს (ოთხი კურორტი); ** თანამშრომელთა მოტივაციის ასამაღლებელ ღონისძიებებს; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. #70, მესამე სართული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00. შესვენება: 14:00-15:00 სამუშაო განაკვეთი: სრული (40 საათი) ანაზღაურება: დარიცხული 3775 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: ** მთის დეპარტამენტების სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობა; ** მთის საჭიროებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება (სხვადასხვა ტიპის სამეურნეო საქონლის შესყიდვის უზრუნველყოფა); ** შესყიდული საქონლის სრული ლოგისტიკური პროცესის უზრუნველყოფა (შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი); ** შესყიდულ საქონელთან დაკავშირებით საწყობების მართვის სამსახურთან კოორდინაცია; ** თბილისის ოფისისა და სტრუქტურული ერთეულების სამეურნეო და მატერიალურ-ტექნიკური საქონლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესყიდვა (სპეციფიკური სამთო და IT მიმართულებების გარდა); ** თბილისის ოფისში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა; ** თბილისის ოფისის საჭიროებებისთვის აუცილებელი მომსახურებების განსაზღვრა და უზრუნველყოფა; ** შესყიდული საქონლისა და მომსახურების სრული ლოგისტიკური პროცესის უზრუნველყოფა; ** შესყიდვების სამსახურთან კოორდინაციით, ხელშეკრულებების პირობების შესრულების კონტროლი; ** დიასახლისების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი; ** ტექნიკოსის სამუშაოს დაგეგმვა და კონტროლი; ** კომპეტენციის ფარგლებში უფროსის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა; ** სავალდებულოა MS Office (Word, Excel, PowerPoint, Outlook)-ის ცოდნა; ** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; პიროვნული მახასიათებლები: ** დროის მართვის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** პრობლემის სწრაფი იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი; ** გამართული წერისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** სტრატეგიული დაგეგმვისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების უნარი; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** შედეგებზე ფოკუსირება; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა; ** პუნქტუალურობა; შერჩევის ეტაპები: ** რეზიუმეების გადარჩევა; ** ინდივიდუალური გასაუბრება; დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: [email protected] 2026 წლის 23 აგვისტოს ჩათვლით . დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის გათვალისწინებით, მიღებული აპლიკაციები კომპანიის ბაზაში შეინახება 1 თვის განმავლობაში სამომავლო ვაკანსიასთან კანდიდატურების შესაბამისობის განხილვის მიზნით. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კანდიდატის პერსონალური ინფორმაცია წაიშლება კომპანიის ბაზიდან.