რეინჯერი
Job description
შპს "ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას რეინჯერის (პაციენტის გადამყვანი) პოზიციაზე. განცხადების მიღების პერიოდი: 2026 წლის 01 აგვისტო - 31 აგვისტო სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , ტბელ აბუსერიძის 2/პუშკინის 164 ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები: ** პაციენტის გადაყვანა, გადაადგილებაში დახმარება; ** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; ** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; პიროვნული უნარ-ჩვევები: ** კომპანიისადმი ლოიალური დამოკიდებულება; ** თავაზიანობა; ** მოწესრიგებულობა - მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, დავალებების დადგენილ ვადებში დასრულება, დეტალებისადმი ყურადღება და კარგი მეხსიერება; ** კომუნიკაცია - აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა წერითი და ზეპირი სახით; ** სუბორდინაცია; ** გუნდური მუშაობისადმი მზაობა; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** სხვა განყოფილების პერსონალთან კარგი კომუნიკაციის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] და სასურველია რეზიუმეს დაურთოთ რეკომენდაცია. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.