TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რესეფშენისა და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

რესეფშენისა და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

clean-factory Georgia ქართული
Posted Jul 28, 2026 6 days ago apply by Aug 28, 2026

Job description

" Clean Factory " — თბილისის პრემიუმ ტექსტილის მოვლის ცენტრი — აფართოებს თავის გუნდს. თუ გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა, გაქვთ გაყიდვების უნარები და გსურთ იმუშაოთ მაღალი სტანდარტების პროფესიონალურ გარემოში, მოხარული ვიქნებით თქვენი კანდიდატურის განხილვით. მოთხოვნები: ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება რესეფშენის, გაყიდვების ან მომხმარებელთა მომსახურების სფეროში; ** ქართული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულოა); ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად); ** ძლიერი კომუნიკაციისა და გაყიდვების უნარები; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურების მაღალი სტანდარტი; ** კომპიუტერისა და საოფისე პროგრამების ცოდნა; ** საქმიანი ეტიკეტის ნორმების დაცვა, პროფესიული კომუნიკაციისა და კორპორაციული ქცევის სტანდარტების შესაბამისად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა და გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** ხელფასი: 1500 GEL ; ** სამუშაო საათები: 08:00-20:00; ** გრაფიკი: ცენტრი მუშაობს კვირაში 7 დღე. სამუშაო გრაფიკი შეთანხმებით ნაწილდება მეორე რესეფშენის თანამშრომელთან მორიგეობით; ** ოფიციალური შრომითი ხელშეკრულება; ** პროფესიული სწავლება და განვითარების შესაძლებლობა; ** თანამედროვე, უსაფრთხო და პრემიუმ სამუშაო გარემო; ** კარიერული ზრდისა და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 35. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: [email protected] / [email protected] და გახდით Clean Factory-ის პროფესიონალური გუნდის წევრი!