რესტორნის მოლარე
Job description
შუმი ესთეითი წინანდალში აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მოლარის პოზიციაზე. ლოკაცია: წინანდალი, კახეთი. მოვალეობები: სტუმრების ანგარიშსწორების პროცესის მართვა; სალარო ოპერაციების სწორად და დროულად განხორციელება; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება; სალაროს დოკუმენტაციის მოწესრიგება; სტუმრების პროფესიონალური და თავაზიანი მომსახურება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია; კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; სიზუსტე, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; გუნდური მუშაობის უნარი. ჩვენ გთავაზობთ: სტაბილურ სამუშაო გარემოს; კონკურენტულ ანაზღაურებას; მეგობრულ გუნდსა და განვითარების შესაძლებლობას. თუ ფიქრობთ, რომ ეს პოზიცია თქვენთვისაა, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV: [email protected]