TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / რეზერვაციების კოორდინატორი

რეზერვაციების კოორდინატორი

kvareli-lake-resort Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სასტუმრო კომპლექსი " ყვარლის ტბა " მდებარეობს კახეთის ულამაზეს რეგიონში, ალაზნის ველის შუაგულში და სტუმრებს სთავაზობს 100-ნომრიან სასტუმროს, ბარ-რესტორნებს, ქართული და ევროპული სამზარეულოს კონცეფციით, თანამედროვე საკონფერენციო სივრცეებს, სპა ცენტრს, ღია და დახურულ აუზებს, ველობილიკებსა და მრავალფეროვან გასართობ ინფრასტრუქტურას. სასტუმრო "ყვარლის ტბა" ეძებს ონლაინ ჯავშნების კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ონლაინ ჯავშნების ადმინისტრირებაზე, სტუმრებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფასა და ჯავშნების შეუფერხებლად მართვაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 5/2, 10:00 - 19:00 საათი (დასვენების დღე: სამშაბათი - ოთხშაბათი) ძირითადი მოვალეობები: ** სასტუმროს რეზერვაციების მიღება, დამუშავება და დადასტურება სხვადასხვა გაყიდვების არხებიდან; ** ჯავშნების კალენდრის, ხელმისაწვდომობისა და ტარიფების მართვა და ოპტიმიზაცია; ** სტუმრებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და პარტნიორ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა; ** ონლაინ პლატფორმებიდან (Booking.com, Meta Business და სხვა) შემოსული მოთხოვნებისა და შეტყობინებების დროული დამუშავება; ** ჯგუფური რეზერვაციების კოორდინაცია და ჯავშნების სიზუსტის კონტროლი; ** რეზერვაციების, გაყიდვების არხებისა და დატვირთვის სტატისტიკის მომზადება და ანალიზი (Pick Up Report, Fidelio/Excel); ** გაყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა შემოსავლებისა და კორპორატიული გაყიდვების ზრდის მიზნით; ** ბაზრის, კონკურენტების, ფასებისა და ტენდენციების ანალიზი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** ჯავშნებთან დაკავშირებული ინვოისების მომზადება და გადახდების კონტროლი; ** ჯავშნებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების დროული კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, სასტუმრო მენეჯმენტის, ბიზნესის ან შესაბამის სფეროში); ** მინიმუმ 1-2-წლიანი გამოცდილება სასტუმროს ჯავშნების, ონლაინ გაყიდვების ან Front Office მიმართულებით; ** Booking.com-ის და სხვა ონლაინ დაჯავშნის პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** PMS (Fidelio ან Opera) და Channel Manager სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა; ** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნებისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი; ** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის მაღალი უნარი. აუცილებელი კომპეტენციები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი; ** ანალიტიკური აზროვნება და ციფრებთან/მონაცემებთან მუშაობის უნარი; ** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და მონაწილეობა მიიღოთ სასტუმროს ონლაინ გაყიდვებისა და სტუმრების გამოცდილების განვითარებაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - ონლაინ ჯავშნების კოორდინატორი. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ყვარელი პალასმა" საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების პროცესის მიზნებისთვის. ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და მესამე პირს არ გადაეცემა თქვენი თანხმობის გარეშე. გისურვებთ წარმატებას!