რისკ მენეჯერი
Job description
პოზიცია: რისკ მენეჯერი ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14) სამუშაო საათები: ცვლებში მუშაობა (დღის და ღამის) ფუნქცია - მოვალეობები: ** თაღლითობის, ბონუსების ბოროტად გამოყენებისა და შეთანხმებული თამაშის გამოვლენისა და პრევენციისთვის შიდა მონიტორინგის სისტემების, პანელების და პოლიტიკების დაგეგმვა, დანერგვა და ზედამხედველობა; ** რისკების მართვის სისტემებში თაღლითობის გამოვლენის წესების რეგულარული განახლება და დახვეწა; ** ძირითადი ოპერაციული რისკების მეტრიკების მონიტორინგი და პოტენციურ საფრთხეებზე მყისიერი რეაგირება; ** კლიენტთა მხარდაჭერის გუნდთან მუდმივი თანამშრომლობა ეფექტური რისკ-კონტროლების უზრუნველსაყოფად; ** რეალურ დროში ფსონების, სათამაშო აქტივობის და ტრანზაქციების მონიტორინგი; ** მოთამაშეთა ანგარიშების გადამოწმება მაღალი რისკის ქცევებზე, ჭარბი მოგებების, უჩვეულო და მინიმალური/დაბალრისკიანი ფსონების გამოვლენის მიზნით; ** საეჭვო ანგარიშებისა და გადახდების დეტალური ანალიზი და გამოძიება; ** თაღლითური ტრანზაქციების, სქემებისა და მრავალანგარიშიან ოპერაციათა იდენტიფიცირება და ბლოკირება; ** არსებულ გადახდისა და თამაშების მომწოდებლებთან მომხმარებლის საკითხებსა და გახსნილ ტიკეტებთან დაკავშირებით კომუნიკაცია; ** დადასტურებული ვერიფიკაციების გადამოწმება საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად; კომპეტენციები და უნარები: ** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან მონათესავე სფეროში ** 0-1 წლამდე გამოცდილება რისკების მართვის, თაღლითობის პრევენციის ან მსგავს პოზიციაზე (iGaming სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის); ** ოპერაციული აზროვნება და ყოველდღიური ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების უნარი, ზედამხედველობის მინიმალური საჭიროებით; ** კაზინოს თამაშების, ბონუსებისა და პრომოაქციების ძირითადი პრინციპების, ასევე სპორტული ფსონების მექანიკის საბაზისო ცოდნა; ** რისკების მონიტორინგის ინსტრუმენტებთან და მონაცემთა ანალიზთან მუშაობის საბაზისო უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების გადაჭრის, მოკვლევის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected]