რუსულენოვანი მთავარი ბუღალტერი
Job description
"HR LINE " ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიისთვის ეძებს მთავარ ბუღალტერს (რუსულენოვანი). ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში (EAEU), რომელიც 2025 წლიდან შემოვიდა საქართველოში. კომპანია აქტიური ზრდის ეტაპზეა, ამიტომ ეს პოზიცია პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობას გთავაზობთ. ადგილმდებარეობა: თბილისი, მ. მარჯანიშვილის მიმდებარედ სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00) ანაზღაურება- 4500-5000 ლარი ძირითადი მოვალეობები: ** სრული ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება, წარმოება და პროცესების ოპტიმიზაცია საქართველოს კანონმდებლობისა და კომპანიის შიდა სტანდარტების შესაბამისად. ** საგადასახადო, ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგების მომზადება (მათ შორის ფასს / IFRS და ლოკალური სტანდარტებით). ** სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობა, დეკლარაციების მომზადება/წარდგენა (RS.GE) და გადასახადების კონტროლი. ** საცალო ვაჭრობის სრული ციკლის აღრიცხვა (საქონლის მოძრაობა, სალარო ოპერაციები, ინვენტარიზაცია). ** საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა: იმპორტი-ექსპორტი, განბაჟება, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების გათვალისწინებით თვითღირებულების ფორმირება, ვალუტის ოპერაციები. ** საბანკო და ფინანსური ინსტრუმენტების აღრიცხვა (სესხები, ლიზინგი, გარანტიები, კრედიტორული/დებიტორული დავალიანებები). ** ხელფასების, შვებულებების, ბიულეტენების გაანგარიშება; საკადრო აღრიცხვა საგადასახადო ნაწილში. ** სააღრიცხვო სისტემებს (სავაჭრო სისტემა, 1С, ბანკ-კლიენტი) შორის მონაცემების შედარება/კონტროლი. ** ბუღალტრული გუნდის ხელმძღვანელობა, ამოცანების განაწილება და კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით. ** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება (სასურველია საცალო ვაჭრობის ან დისტრიბუციის სფეროში). ** საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის (იმპორტი/ექსპორტი) და საბაჟო გაფორმების პროცედურების ცოდნა სავალდებულოა. ** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა და RS.GE-სთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება. ** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) ცოდნა; ** 1С-ის და Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა; ** აუცილებელია რუსული ენების გამართულად ცოდნა; ** უპირატესობად ჩაითვლება: პროფესიული სერტიფიკატები (ACCA, DipIFR, CPA) და სააღრიცხვო პროცესების ავტომატიზაციის გამოცდილება; პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სისტემური ხედვა და პროცესების დამოუკიდებლად აწყობის უნარი; ** გუნდის მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება — მთავარი ბუღალტერი. მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ავტომატურად ადასტურებთ თქვენს თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს და შერჩევის შემთხვევაში გადაეცეს დამკვეთ კომპანიას შემდგომი განხილვის მიზნით.