TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საავტომობილო სერვისის მრჩევლი

საავტომობილო სერვისის მრჩევლი

peugeot-georgia Georgia ქართული
Posted Jul 31, 2026 3 days ago apply by Aug 31, 2026

Job description

"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო სერვისის მრჩევლის პოზიციაზე. პეჟო საქართველო — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს. შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი. ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი. სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი. ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 10:00-14:00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შოურუმში შემოსული მომხმარებლის დახვედრა ბრენდის მომსახურების სტანდარტების დაცვით; ** მომხმარებლის საჭიროების განსაზღვრა, მათზე ზრუნვა და შესაბამისი მხარდაჭერის უზრუნველყოფა; ** მომხმარებლის დარეგისტრირება სამუშაო პროგრამაში; ** კონსულტირება რეკომენდებულ სერვისებთან დაკავშირებით, ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულების კალკულაცია და ინვოისის მომზადება; ** საავტომობილო ნაწილების და აქსესუარების კატალოგში მოძიება და რეალიზაცია; ** სათადარიგო ნაწილების და აქსესუარების რეალიზაციის ზრდის ხელშეწყობა; ** შეკვეთილი ნაწილების და აქსესუარების მიწოდების ვადების მონიტორინგი და მომხმარებლის დროული ინფორმირება; ** მონაცემთა ბაზების წარმოება და შესაბამის პროგრამებში მუშაობა; ** სატელეფონო ზარების განხორციელება მომხმარებელთან, მოახლოებული გეგმური სერვისის შეხსენების მიზნით; ** ახალი ავტომობილების გაყიდვის და სერვისის რეალიზაციის მხარდაჭერა; ** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საავტომობილო სერვისის სფეროში მუშაობის გამოცდილება; ** საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი და ავტომობილის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა; ** ავტომობილის მართვის გამოცდილება და მართვის მოწმობა; ** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; ** სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამებში (Microsoft Office -Word, Excel, PowerPoint, Outlook & Google Workspace -Docs, Sheets, Gmail) მუშაობის გამოცდილება და საბაზისო დონეზე ცოდნა; ** ადამიანების გულწრფელი დახმარების სურვილი; ** დროის მართვის უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; სამუშაო ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", დ.აღმაშენებლის ხეივანი 100, თბილისი. დეპარტამენტი: გაყიდვების შემდგომი მომსახურების დეპარტამენტი დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.