TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების სპეციალისტი

სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების სპეციალისტი

Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Aug 10, 2026

Job description

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე, ქონებრივი სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების განყოფილებაში. სამუშაო ადგილი: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ძირითადი მოვალეობები: სადაზღვევო შემთხვევების მომსახურების მენეჯერისგან მიღებული დოკუმენტაციის შინაარსის კონტროლი, არასრული დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში მის სისრულეში მოყვანასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება; დაფიქსირებული სადაზღვევო შემთხვევის ფარგლებში მოწოდებული დოკუმენტაციის ბექ ოფისისთვის გადაცემა განსახილველად; საჭიროებისამებრ სადაზღვევო შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებული ექსპერტიზის პროგრამულად ასახვა; სადაზღვევო შემთხვევევის მომსახურების მენეჯერთან ყოველდღიური კომუნიკაცია და ქეისებთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიული კოორდინაცია; სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის ადმინისტრაციული მხარდაჭერა; ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; მნიშვნელოვანია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (საბანკო ან სადაზღვევო მიმართულება); ინგლისური ენის ცოდნა; საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება. პიროვნული უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის მართვის უნარი; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.