TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერი

სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერი

Carexpress Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 12h ago apply by Aug 14, 2026

Job description

20 წლიანი გამოცდილებით კომპანია " ქარექსპრესი " ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან. "ქარექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 დასვენების დღე: შაბათი, კვირა ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული ძირითადი მოვალეობები: ** საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებებით ვიზიტების განხორციელება; ** პოტენციური ავტოდილერების, ავტოსალონების, ავტობაზრობებისა და სხვა პარტნიორი კომპანიების მოძიება; ** CAREXPRESS-ის მომსახურებების გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის; ** ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და პირველადი მოლაპარაკებების წარმართვა; ** პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის, საკონტაქტო მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის შეგროვება; ** მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და სადილერო განყოფილებისთვის გადაცემა; ** შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; ** რეგიონული ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; ** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან უმაღლესი განათლება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია); ** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ** მივლინებებში მუშაობის სრული მზადყოფნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა; ** Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) საბაზისო ცოდნა. ** რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია). უპირატესობად ჩაითვლება: ** მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება; ** ავტომობილების ბაზრის ან ავტოინდუსტრიის შესახებ ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ** ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი. ჩვენ გთავაზობთ: ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; ** საწვავის, მგზავრობისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის წესების შესაბამისად; ** პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; ** თანამედროვე, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]