სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერი
Job description
20 წლიანი გამოცდილებით კომპანია “ქარექსპრესი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი ავტო იმპორტიორია კავკასიაში. კომპანია ახორციელებს ავტომობილებისა და ნებისმიერი ტიპის სპეც-ტექნიკის, ასევე, ავტონაწილებისა და აქსესუარების იმპორტს ამერიკიდან, იაპონიიდან, ევროპიდან და კანადიდან. „ ქარექსპრესი “ აცხადებს ვაკანსიას სადილერო ქსელის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში. სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 დასვენების დღე: კშაბათი, ვირა ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემით დაანგარიშებული ძირითადი მოვალეობები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინებებით ვიზიტების განხორციელება; პოტენციური ავტოდილერების, ავტოსალონების, ავტობაზრობებისა და სხვა პარტნიორი კომპანიების მოძიება; CAREXPRESS-ის მომსახურებების გაცნობა პოტენციური პარტნიორებისთვის; ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარება და პირველადი მოლაპარაკებების წარმართვა; პოტენციური პარტნიორების შესახებ ინფორმაციის, საკონტაქტო მონაცემებისა და ბაზრის ანალიზის შეგროვება; მიღებული ინფორმაციის სისტემატიზაცია და სადილერო განყოფილებისთვის გადაცემა; შეხვედრების დაგეგმვასა და ორგანიზებაში მონაწილეობა; რეგიონული ბაზრისა და კონკურენტული გარემოს მონიტორინგი; შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული ანგარიშგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები საშუალო ან უმაღლესი განათლება; B კატეგორიის მართვის მოწმობა (აუცილებელია); გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; მივლინებებში მუშაობის სრული მზადყოფნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და ინიციატივიანობა; Microsoft Office-ის (Word, Excel, Outlook) საბაზისო ცოდნა. რუსული ენის ცოდნა (აუცილებელია). უპირატესობად ჩაითვლება მომხმარებელთან ურთიერთობის გამოცდილება; ავტომობილების ბაზრის ან ავტოინდუსტრიის შესახებ ცოდნა; პიროვნული თვისებები: სწორი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; მოლაპარაკების წარმართვის უნარი; ოპერატიულობა, დისციპლინა და ყურადღება დეტალების მიმართ; გუნდური მუშაობის უნარი; სატელეფონო გაყიდვების წარმოების უნარი. ჩვენ გთავაზობთ კონკურენტულ ანაზღაურებას; შედეგებზე დაფუძნებულ ბონუსურ სისტემას; საწვავის, მგზავრობისა და მივლინების ხარჯების ანაზღაურებას კომპანიის წესების შესაბამისად; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; თანამედროვე, მეგობრულ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]