TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საექსპორტო გაყიდვების სპეციალისტი

საექსპორტო გაყიდვების სპეციალისტი

კამპა Georgia ქართული
Posted Aug 06, 2026 20h ago apply by Sep 06, 2026

Job description

" კამპა " საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სასმელების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივი წვენების ბაზრის 30 %ს ფლობს. კამპას სასმელი 15-ზე მეტ საექსპორტო ქვეყანაში გადის და საერთაშორისო ბაზარზე წარმატებით აგრძელებს განვითარებას. "კამპაში" გვჯერა, რომ კომპანიის მთავარი მამოძრავებელი ძალა თანამშრომელია. სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ გარემო, სადაც ფასდება ინიციატივა, გუნდურობა, პასუხისმგებლობა და პროფესიული ზრდის მოტივაცია. თუ ეძებთ სტაბილურ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიული ზრდის შესაძლებლობის მქონე კომპანიას დასაქმებისთვის, გელოდებით ჩვენს გუნდში. "კამპა" აცხადებს ვაკანსიას Export Sales Operations Specialist პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: საგურამოს დასაწყისი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია კომპანიის მხრიდან) სამუშაო დრო: სრული, 09:00 დან 17:00 მდე (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით). ფუნქცია-მოვალეობები: ** საექსპორტო კონტრაქტების მომზადებაში ჩართულობა, შეთანხმებული პირობების მონიტორინგი და შესრულების კონტროლი; ** მიღებული საექსპორტო შეკვეთების დროულად და ხარისხიანად გადატვირთვის სრული პროცესის მართვა; ** საექსპორტო დოკუმენტაციისა და საოპერაციო პროცესების მართვა; ** სხვადასხვა დეპარტამენტთან (გაყიდვები, წარმოება, საწყობი, ლოგისტიკა, ფინანსები) ყოველდღიური კოორდინაცია შეკვეთების დროული შესრულების უზრუნველსაყოფად; ** ლოგისტიკურ პარტნიორებთან და ექსპედიტორებთან კომუნიკაცია გადაზიდვების ორგანიზების მიზნით; ** შეკვეთების სტატუსის მონიტორინგი და კლიენტებისთვის შესაბამისი ინფორმაციის დროული მიწოდება; ** საექსპორტო ინვოისების სტატუსის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში დადგენილი წესით პარტნიორებთან კომუნიკაცია გადახდის დროულად მიღების მიზნით; ** პოტენციურ და არსებულ უცხოელ კლიენტებთან საქმიანი კომუნიკაციის წარმოება. Cold Outreach კამპანიების განხორციელება (Cold Email, LinkedIn Outreach, Cold Calling და სხვა არხები). საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება Order Processing, Sales Operations, Export Operations, Customer Service ან მსგავს ადმინისტრაციულ/საოპერაციო პოზიციაზე; ** სასურველია საექსპორტო დოკუმენტაციისა და საერთაშორისო გადაზიდვების პროცესების საბაზისო ცოდნა; ** კომერციულ და საოპერაციო დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (წერითი და ვერბალური); ** სასურველია რუსული ენის კარგი ცოდნა (წერითი და ვერბალური); ** MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, კარგი ცოდნა; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** მაღალი ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე განსაკუთრებული ორიენტაცია და სიზუსტე; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ანალიტიკური და სისტემური აზროვნება; ** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი; ** ძლიერი წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები; ** გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2026 წლის 30 აგვისტომდე , შემდეგ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, რეზიუმეს გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება. გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს ""კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.