TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საერთაშორისო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი / ლოჯისტი

საერთაშორისო გადაზიდვების გაყიდვების მენეჯერი / ლოჯისტი

იბერის ლაინი რუსთავი ქართული
Posted Jul 27, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

იბერის ლაინი აცხადებს ვაკანსიას: გაყიდვების მენეჯერი / ლოჯისტი (საერთაშორისო გადაზიდვები) კომპანიის შესახებ: ჩვენ ვართ საერთაშორისო სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ მომსახურებას ევროპის, აზიისა და დსთ-ს მიმართულებით. გუნდის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერისა და ლოჯისტის პოზიციებზე. ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების მიმართულებით: ახალი პოტენციური კლიენტების (იმპორტიორები/ექსპორტიორები) აქტიური მოძიება და „ცივი ზარების“ (Cold Calls) განხორციელება; კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და კომერციული წინადადებების მომზადება; არსებულ კლიენტებთან გრძელვადიანი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება. ლოჯისტიკის მიმართულებით: საერთაშორისო სატრანსპორტო გადაზიდვების (FTL/LTL, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო) დაგეგმვა და ორგანიზება; გადამზიდავებთან/პარტნიორებთან კომუნიკაცია და ოპტიმალური ტარიფების მოპოვება; ტვირთის გადაადგილების მუდმივი მონიტორინგი და კლიენტის დროული ინფორმირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამუშაო გამოცდილება: საერთაშორისო გადაზიდვების/ლოჯისტიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ენები: ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო და სამუშაო დონეზე); საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა; გამართული კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; დროის ეფექტურად მართვისა და სტრესულ სიტუაციაში სწრაფი რეაგირების უნარი. რას გთავაზობთ: კონკურენტუნარიან და მზარდ ანაზღაურებას (ფიქსირებული + საბონუსე სისტემა); პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; მეგობრულ, დინამიკურ და მხარდამჭერ სამუშაო გარემოს. განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი