საგამოცდო ცენტრი - დამკვირვებლები
Job description
VACANCIES: საგამოცდო ცენტრი - დამკვირვებლები Category: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული Period of receipt of tender documents: 23/05/2024 - 01/06/2024 Სსიპ-ივანე Ჯავახიშვილის Სახელობის Თბილისის Სახელმწიფო Უნივერსიტეტი Აცხადებს Მიღებას Საგამოცდო Ცენტრში Დამკვირვებლების (შტატგარეშე Პოზიცია) Შესარჩევად სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N 11. სულ ვაკანსია 40 ერთეული. დროებით მოწვეულ დამკვირვებლებს ანაზღაურება მიეცემათ დღიურად დარიცხული 38 (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით) ლარის ოდენობით. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა. შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დაზუსტება აპლიკანტთან გასაუბრებისას. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ; დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - [email protected] -2024 წლის 23 მაისიდან 2024 წლის პირველ ივნისამდე კერძოდ, ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი; ბ) CV ქართულ ენაზე; გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დამკვირვებლის ფუნქცია-მოვალეობები: ა) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში; ბ) გააცნოს სტუდენტებს მათი უფლება-მოვალეობები; გ) დაარიგოს საგამოცდო ბილეთები; დ) დააკვირდეს გამოცდის მიმდინარეობას მისთვის განსაზღვრულ სექტორში; ე) აკონტროლოს სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვა; ვ) პასუხი გასცეს სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკურ შეკითხვებს; ზ) უზრუნველყოს საგამოცდო ფურცლების ჩაბარება; თ) უზრუნველყოდს საგამოცდო ნაშრომების გადასცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენელისათვის. ბრძანება N155/02-01 - 23/05/2024 წ.