TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საინფორმაციო პრომო აგენტი

საინფორმაციო პრომო აგენტი

ტურინვესტ ჯგუფი Georgia ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 17, 2026

Job description

აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! "ტურინვესტ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო პრომო აგენტის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე. ჩვენ ვქმნით გარემოს, რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე. ძირითადი მოვალეობები: ** ვიზიტორების დახვედრა საბაგიროს სალაროს მიმდებარედ ღიმილითა და კეთილგანწყობით; ** ვიზიტორების ინფორმირება საბაგიროზე მგზავრობის წესების, მარშრუტის ხანგრძლივობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ; ** ბილეთების ტიპებისა და ფასების დეტალური გაცნობა და შესაბამისი ვარიანტის შეთავაზება ვიზიტორების საჭიროებების მიხედვით; ** ზედა სადგურზე არსებული სერვისების (მუზეუმი, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები, ხედების პანორამა და სხვა) გაცნობა და რეკომენდაცია ვიზიტორთა ინტერესების მიხედვით; ** ვიზიტორების დახმარება გადაწყვეტილების მიღებაში - შესთავაზოს შესაბამისი გამოცდილება ასაკისა, ინტერესებისა და დროის მიხედვით; ** საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა მიცილება სალაროსთან ან სხვა შესაბამის სექციასთან; ** მარკეტინგული მასალების (ბუკლეტები, ფასები, რუკები) დარიგება და განმარტება; ** სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია, კითხვის შემთხვევაში ზუსტი და ნათელი პასუხების მიწოდება; ** უკუკავშირის მოპოვება ვიზიტორებისგან და კომუნიკაცია შესაბამისი დეპარტამენტისთვის საჭიროების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნები: ** კომუნიკაბელური; ** მეგობრული და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობისას; ** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ინიციატივიანობა; ** ტურიზმისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პრეზენტაბელურობა და კომპანიის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენის უნარი; ** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე. სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი , საბაგირო გზის მიმღები სადგური სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ანაზღაურება: შეთანხმებით კვება: უზრუნველყოფილია კომპანიის შესახებ: "ტურინვესტ ჯგუფი" საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: ** მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას ** სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ** ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას ** საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც "ტურინვესტ ჯგუფს" ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_udacc/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია "Tourinvest Group" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!