TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი

თბილისის ბულვარი Georgia ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

უძრავი ქონების დეველოპერული პროექტი - " თბილისის ბულვარი" აცხადებს ვაკანსიას საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე Web: https://tbilisiboulevard.com/ Fb: https://www.facebook.com/TbilisiBoulevard სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას 20 პროექტის შესახებ: "თბილისის ბულვარი" პირველი სრულფასოვანი კურორტია ქალაქში რომელიც 30 ჰექტარზე ვითარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს როგორც საცხოვრებელ, ისე სავაჭრო, საოფისე და სასტუმრო ინფრასტრუქტურას. "Hotel Promenade" წარმოადგენს "Tbilisi Boulevard"-ის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს, უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს სასტუმროს ინფრასტრუქტურას, პრემიუმ აპარტამენტებსა და ეკოლოგიურ გარემოს თბილისის ზღვის სანაპიროზე. პროექტი უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას და საინვესტიციო შესაძლებლობებს - სრულად დასრულებული და აღჭურვილი აპარტამენტები საშუალებას აძლევს მფლობელებს დაუყოვნებლივ დაიწყონ სტაბილური შემოსავლის მიღება. პოზიციის აღწერა: ვეძებთ საინვესტიციო უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უძრავი ქონების გაყიდვებზე საერთაშორისო ბაზრებზე (ევროპა, დსთ/CIS, GCC, სხვა საინვესტიციო რეგიონები), უცხოელ კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარებაზე და გარიგებების წარმატებით დახურვაზე. ანაზღაურება: ** კონკურენტული ფიქსირებული ხელფასი ** საბონუსე სისტემა ** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა ძირითადი მოვალეობები: ** საინვესტიციო პროდუქტის დამუშავება სხვადასხვა საერთაშორისო ბაზრებისთვის ** საინვესტიციო პროდუქტის გაყიდვების მიზნით საერთაშორისო კლიენტებთან ურთიერთობა, ახალი გასაყიდი არხების განსაზღვრა და კონტაქტების მოძიება ** საინვესტიციო პროდუქტის შესახებ პრეზენტაციების მომზადება მარკეტინგის გუნდთან ერთად, პრეზენტაციების ჩატარება და საინვესტიციო კონსულტაციები ** გაყიდვების სრული ციკლის მართვა - ლიდიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე ** საერთაშორისო გამოფენებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა ** ახალი გაყიდვის არხების განვითარება ** CRM სისტემაში მონაცემების მართვა და რეპორტინგი ** გაყიდვების გეგმების შესრულება გამოცდილება: ** აუცილებელია გამოცდილება საინვესტიციო პროდუქტის მიმართულებით, უპირატესობა მიენიჭება საერთაშორისო ბაზარზე მქონე გამოცდილ კანდიდატებს ** უცხოელ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება ** გარიგებების დახურვის პრაქტიკული გამოცდილება ** სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების ცოდნა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა ** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები ** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი ** ინიციატივიანობა და პროაქტიულობა ** დეტალებზე ორიენტირებულობა დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება