საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი
Job description
თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამუშაო პოზიციის დასახელება: ეკონომიკური დეპარტამენტის ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად. კატეგორია: საფინანსო/საბიუჯეტო თანამდებობრივი სარგო: 3 200 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** დასაგეგმი წლის და საშუალოვადიანი ბიუჯეტის მომზადების მიზნით სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების და ქვედანაყოფების უზრუნველყოფა შესაბამისი ინსტრუქციებით, განმარტებებითა და დოკუმენტებით ** საბიუჯეტო განხილვების შედეგად შეთანხმებული ძირითადი პარამეტრების მიხედვით იუსტიციის სამინისტროს დასაგეგმი წლის ნაერთი ბიუჯეტის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება პროგრამული უზრუნველყოფის - E- Budget მეშვეობით ** წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ ასიგნებების კვარტალური განწერის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** საბიუჯეტო ასიგნებებში განსახორციელებელი ცვლილებების შესახებ სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა, ანალიზი, სათანადო ცვლილებების მომზადება ან/და დანიშნულებისამებრ წარდგენა ** ქვეყნის საშუალოვადიანი დაგეგმვის სტრატეგიული დოკუმენტის - ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის საშუალოვადიანი პროგრამული ბიუჯეტისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** ბიუჯეტის შესრულების ანგარიშგება, სამინისტროს სისტემის ნაერთი კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობის მიღება ** საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ("საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სსიპ-ები) ბიუჯეტების, საშტატო ნუსხებისა და სახელფასო ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების მიზნით, წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა, დამუშავება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა ** სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ბიუჯეტების, თანამდებობრივი სარგოსა და მატერიალური წახალისების ფონდების, საშტატო რიცხოვნობის, საშტატო განრიგის, საწვავისა და საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება ** საერთაშორისო იურიდიულ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში, აგრეთვე, სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, შესაბამისი ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე დოკუმენტაციის მომზადება და შემდგომ, გამოყოფილი თანხის გადარიცხვის მიზნით ბიუჯეტის გეგმის დაზუსტება ** კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს აპარატის ფინანსების თაობაზე საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად განთავსების მიზნით სათანადო მონაცემების დამუშავება და წარდგენა ** სისტემის ფინანსების პერიოდული შეფასების მიზნით ანალიტიკური და სტატისტიკური ანგარიშების მომზადება ** კუთვნილების მიხედვით კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება ** დეპარტამენტის/სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს კონსტიტუცია; ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ** საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი (კარი I, კარი II და კარი III); ** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება; ** "ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის შედგენის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ" საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის დადგენილება; ** "ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიუჯეტის, საშტატო ნუსხისა და სახელფასო ფონდის შეთანხმების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №726 დადგენილება; ** "საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს №219 დადგენილება; ** "პროგრამული ბიუჯეტის შედგენის მეთოდოლოგიის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 8 ივლისის №385 ბრძანება; ** "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანება; ** "სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №637 ბრძანება; ** "სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშების ფორმებისა და მათი წარდგენის ვადების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 11 აპრილის №112 ბრძანება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი); ** ფინანსების/ეკონომიკის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო დაწესებულებაში; ** ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის "E-Budget"-ის კარგად ცოდნა; ** შედეგზე ორიენტაცია; ** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ** გუნდური მუშაობა; ** პრობლემების ანალიზი; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება; ** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი; ** სიზუსტესა და დეტა