TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი

Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Jul 20, 2026

Job description

თანამდებობის დასახელება: მესამე რანგი - საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამუშაო პოზიციის დასახელება: ეკონომიკური დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება. შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად. კატეგორია: შესყიდვები თანამდებობრივი სარგო: 3 680 ლარი ადგილების რაოდენობა: 1 სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება ** სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში შესატანი ცვლილებების პროექტების მომზადება ** სატენდერო დოკუმენტაციის შედგენა, სატენდერო წინადადებების განხილვა და მათი სატენდერო კომისიისათვის გაცნობა, ოქმებისა და წერილების მომზადება, ასევე, ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება ** საქონლის, მომსახურების ან/და სამუშაოების სავარაუდო ფასის დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის განხორციელება ** საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიზნით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ინფორმაციის მომზადება ** სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებების და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ** ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გადარიცხული თანხების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (CMR მოდულში) მითითება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ** "სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ" საქართველოს მთავრობის შესაბამისი წლის დადგენილების ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვა, დამუშავება და ხელმძღვანელისთვის წარდგენა ** დეპარტამენტის/სამმართველოს მიზნებსა და ამოცანებთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება საკონკურსო თემატიკა: ** საქართველოს კონსტიტუცია; ** საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ** "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონი; ** "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი; ** "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება; ** "გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; ** "შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანება; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; ** "შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება; ** "სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №826 დადგენილება; ** "სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 25 დეკემბრის №27 ბრძანება; ** "სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მოქმედი ევროკავშირის დირექტივებით დადგენილი მონეტარული ზღვრების გამოყენების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2019 წლის 21 აგვისტოს №3 ბრძანება; ** "შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბერს №78 ბრძანება; ** "საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება, სასურველია − იურიდიული ან/და ეკონომიკის, ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (ბაკალავრის ხარისხი); ** არანაკლებ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით; ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint, Outlook,) ძალიან კარგად ცოდნა ** შედეგზე ორიენტაცია; ** პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა; ** გუნდური მუშაობა; ** პრობლემების ანალიზი; ** მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება; ** ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი; ** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დროის ეფექტიანი მართვა. კონკურსის ეტაპები: ** განაცხადების გადარჩევა; ** გასაუბრება. გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა: საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში. დამატებითი ინფორმაცია: ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ: პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს. ** კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები: - უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დიპლომი); - სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ (ებ)ის, მუშა