სახელმწიფო გაყიდვების მენეჯერი
Job description
"გსმ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. პოზიციის შესახებ: კომპანიის მიერ გაფორმებული ტენდერების კონტრაქტების მართვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა. შესასრულებელი სამუშაო: ** გაფორმებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია, (პორთფელის) მართვა, და კონტროლი. ** საჭირო შეთანხმებებისა და ოფიციალური მიმოწერის წარმოება კომპანიის დამკვეთებთან; ** წარმოებული დოკუმენტაციის ელექტრონულად ასევე ფიზიკურად დახარისხება და დაარქივება; ** კომპანიის დამკვეთებთან მიღება-ჩაბარებების გაფორმება; ** ტენდერებისა და ხელშეკრულებების პროექტების ჭრილში აღრიცხვის უზრუნველყოფა; ** პორტფელში შემავალი ხელშეკრულებების და აღრიცხვის დოკუმენტაციის შესაბამისობაში მოყვანა აღრიცხვის პროგრამასთან; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) და Excel პროგრამის ცოდნა; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. ** ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.