TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერი

state-catering-support- Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 2h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია შპს "სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა" აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში. ძირითადი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, ეკონომიკა, იურიდიული მიმართულება); ** სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3 (სამწლიანი) გამოცდილება (სასურველია კვების სფეროში); ** სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ზედმიწევნით ცოდნა; ** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება; ** უცხო ენების ცოდნა - ინგლისური, რუსული; ** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ** სახელმწიფო შესყიდვების მოსამზადებელი სამუშაოების, უშუალოდ შესყიდვის პროცედურებისა და პროცესების ორგანიზება-კოორდინაცია, წარმართვა და შესყიდვებისათვის საჭირო დოკუმენტების პროექტების მომზადება; ** სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება და სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერების ჩატარება; ** "სპეციალური წესით საქონლის შესყიდვის კომისიისა და კომისიის აპარატის" გადაწყვეტილების საფუძველზე, სათანადო დოკუმენტაციის მომზადება; ** ბაზრის კვლევა და მისი ანალიზი, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგება; ** შემსყიდველ ორგანიზაციებთან ან მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმოება საუკეთესო პირობების მისაღებად; ** სატენდერო/საკონკურსო პროცედურების წარმართვა, ოქმების მომზადება და ა.შ ** სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება (მოხსენებითი ბარათი, წერილი და ა.შ); ** ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და გაფორმების უზრუნველყოფა; ** უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების/მითითებების დროულად, ხარისხიანად და ეფექტურად შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: ** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** პრობლემების გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების მიღების უნარი; ** კომუნიკაბელური; ** დისციპლინირებული/პუნქტუალური; ** დეტალებზე ორიენტირებული. ჩვენ გთავაზობთ: ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და მეგობრულ გუნდს. სამუშაო საათები: 09:00-18:00 / (1 საათი შესვენება); სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი / კვირაში 5 დღე; ანაზღაურება: შეთანხმებით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 995 32 2 200 122. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!