საქმეთა მწარმოებელი
Job description
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** მიმდინარე სამშენებლო, სარემონტო სამუშაოების დაგეგმვა; ** მშენებლობის ხარისხის კონტროლი; ** გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოების წარმოება; ** სამუშაოების შესრულებების (ფორმა-2ების) მომზადება; ** ობიექტზე მომუშავე თანამშრომლების მართვა; ** საჭიროების შემთხვევაში ხელოსნების მოძიება და გუნდის შეკვრა; ** ინვენტარიზაციის ჩატარების დაგეგმარება; ** ნახაზებისა და სხვა დოკუმენტების გადამოწმება; ** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (არქიტექტურის, სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში); ** კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: საქმეთა მწარმოებელი