TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმეთა მწარმოებელი

საქმეთა მწარმოებელი

Match Up Consulting Georgia ქართული
Posted Jul 14, 2026 1 day ago apply by Aug 14, 2026

Job description

თუ გაქვს გამოცდილება საქმეთა მწარმოებლის ან სამშენებლო პროექტების მენეჯერის პოზიციაზე, გაქვს B კატეგორიის მართვის მოწმობა, იცი ნახაზის კითხვა და გაქვს AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა, " Match UP "-ის პარტნიორი კომპანიისთვის საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე შენ გეძებთ! ჩვენი შეთავაზება და სამუშაო პირობები: ** ანაზღაურება: 3000-3500 ლარი ** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - შაბათი, 09:00-18:00 (1 სთ შესვენება) ** კვირა დღე - დასვენება ** შვებულება: 24 სამუშაო დღე ** ჯანმრთელობის დაზღვევა ** კორპორატიული ნომერი და სასაუბრო დრო ** ავტომობილით ან/და საწვავით უზრუნველყოფა ** საჭიროების შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა მთავარი მიზანია: პროექტის დასრულება დათქმულ ვადებში, შეთანხმებული ხარჯებით და უმაღლესი ხარისხით. ყოველდღიური სამუშაო სპეციფიკა იქნება: ** პერსონალის მართვა და უსაფრთხოება: დაქვემდებარებული ბრიგადების მართვა; შრომის უსაფრთხოების პროცესების კონტროლი თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ** საწყობი და შესყიდვები: ობიექტზე არსებული საწყობიდან მასალების გაცემის მოთხოვნის შესახებ დოკუმენტაციის მიწოდება პასუხისმგებელი პირისთვის; ობიექტის საჭიროებებიდან გამომდინარე, შესყიდვებისთვის შესაბამისი თანამშრომლისთვის ინფორმაციის გადაცემა. ** ტექნიკა და კონტაქტები: საჭირო ადამიანური რესურსისა და ტექნიკის მოძიება და პირობებზე მოლაპარაკება. ** დოკუმენტაციის წარმოება სტანდარტების დაცვით: ფორმა №2-ის შედგენა; გახარჯული მასალების ჩამოწერაში მონაწილეობის მიღება; ობიექტის საწარმოო და აღრიცხვის ჟურნალების წარმოება; შესაბამის პირებთან ადგილზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება; ტექნიკისა და ბრიგადების ნამუშევარი დროის განსაზღვრა და აღრიცხვა. აუცილებლად დაგჭირდება: ** სამშენებლო მიმართულებით მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ** AutoCAD-ისა და ArchiCAD-ის საბაზისო ცოდნა ** ნახაზის კითხვა და აგება; მოცულობების დათვლა; ნახაზიდან მასალების რაოდენობების ამოღების უნარი ** ხარჯთაღრიცხვის წაკითხვის გამოცდილება ** მართვის მოწმობა - B კატეგორია ** კომუნიკაბელურობა და სისხარტე ** პასუხისმგებლობის გრძნობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღების უნარი გაგვიხარდება, თუ: ** გაქვს ინჟინრის განათლება ** გქონია გამოცდილება ლითონკონსტრუქციების მიმართულებით ** იცი ინგლისური ენა ** გყავს ავტომობილი ** ხელოსნებისა და ტექნიკის მიმართულებით გაქვს საკუთარი საკონტაქტო ბაზა თუ გაქვს საჭირო გამოცდილება და გსურს შემოგვიერთდე, ველოდებით შენს გამოხმაურებას: https://shorturl.at/rRPeE