საქმეთა მწარმოებელი
Job description
სამშენებლო კომპანია " სმარტ სოლუშენსი " აცხადებს ვაკანსიას საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. კომპანიის საქმიანობის სფეროა, ინფრასტრუქტურული და სამოქალაქო მშენებლობები. სამუშაო ადგილი: საქართველო სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 სთ., ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზება, მართვა და უშუალო ზედამხედველობა ** მუშახელისა და სპეციალური ტექნიკის ეფექტური გადანაწილება და მათი მუშაობის გაკონტროლება ** სამუშაოების შესრულების ხარისხის, ტექნოლოგიური პროცესებისა და ვადების დაცვის უზრუნველყოფა ** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური და სახანძრო ნორმების მკაცრი კონტროლი ** სამშენებლო მასალების რაციონალური გამოყენება და ხარჯვის კონტროლი ** პროექტის მენეჯერთან და ობიექტის ინჟინერთან მჭიდრო თანამშრომლობა, შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშგება ** სამუშაო ნახაზების მიხედვით დავალებების გაცემა და შესრულების გადამოწმება უნარ-ჩვევები: ** ძლიერი ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარი ** ცვალებად სამშენებლო გარემოში მუშაობის უნარი ** ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი ** სწრაფად სწავლისა და ინიციატივის გამოხატვის უნარი ** დეტალებზე ორიენტირებულობა მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო/ საინჟინრო მიმართულებით ** მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო/ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის პოზიციაზე ** სამშენებლო ნახაზების კითხვის უნარი ** სამშენებლო ტექნოლოგიების, მასალებისა და ნორმების სიღრმისეული ცოდნა ** სამშენებლო სპეცტექნიკის მუშაობის სპეციფიკის ცოდნა დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2026 წლის 28 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ ელფოსტის მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.