TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმისწარმოების მენეჯერი

საქმისწარმოების მენეჯერი

Posted Jul 28, 2026 12h ago apply by Aug 25, 2026

Job description

შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი აცხადებს ვაკანსიას საქმისწარმოების მენეჯერის პოზიციაზე. გთხოვთ დეტალურად გაეცნოთ ქვემოთ მითითებულ უფლება მოვალეობებს. შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია; კოლეჯის დოკუმენტბრუნვის უზრუნველოფა და მის სისტემატიზაცია; ფოსტით ან/და კურიერის მეშვეობით დოკუმენტაციის გაგზავნა/ჩაბარება; კოლეჯის დირექტორის სამუშაო შეხვედრებისა და თათბირების დაგეგმვა ორგანიზება; დოკუმენტების მომზადება დაარქივებისათვის; არქივის (დოკუმენტაციის დახარისხება, აღრიცხვა სპეციალურ ჟურნალში) წარმოება; რეგისტრაციის ჟურნალების წარმოება; დიპლომების, სერტიფიკატებისა და დანართებს აღრიცხვა გაცემა; ელექტრონული საქმისწარმოების მართვა; პროფესიული სტუდენტების/მსმენელების /კურსდამთავრებულების ხელშეკრულებების და პირად საქმეების მართვა და შენახვა; სამუშაო სივრცეში ახალი თანამშრომლის ინტეგრაციას და ინსტრუქტაჟის ჩატარება საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად; პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრზე (EMIS) პასუხისმგებლობა, აპლიკანტების/მსმენელების რეგისტრაციის წარმოება, მათი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ატვირთვა. პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი; კომუნიკაბელურობა; გუნდური მუშაობის უნარი. საქმისწარმოების მენეჯერი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: მინიმალური განათლება - პროფესიული; სასურველია საქმისწარმოების პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Internet); სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 25 აგვისტო დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან! შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯი პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები შპს მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.