საკრედიტო ოფიცერი
Job description
შ.პ.ს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია " Express Capital + " არის საფინანსო კომპანია, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს ადვილ, სწრაფ და კომფორტულ ფინანსურ სერვისს. კომპანია ორიენტირებულია მოკლევადიანი დაკრედიტების მომსახურებით, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებზე. შ.პ.ს "Express Capital +" უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს მისი გუნდი. ის შედგება ნიჭიერი და პროფესიონალი ხალხისგან, რომლებიც სრულად იყენებენ თავიანთ პოტენციალს. ჩვენ გთავაზობთ სასიამოვნო გარემოს და სამუშაო პირობებს თქვენი პროფესიული და პიროვნული ზრდისთვის. "Express Capital +" გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს კომპანიას შემდეგ პოზიციებზე: საკრედიტო ოფიცერი - თბილისი / ბათუმი ფუნქციები და მოვალეობები: ** საკრედიტო ბაზრის შესწავლა და ანალიზი; ** კლიენტების მოძიება და მოზიდვა (მათ შორის პრომოუშენის გზით); ** საინფორმაციო ბროშურების მიზნობრივი გავრცელება; ** პოტენციური კლიენტისათვის სესხის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა; ** საკრედიტო განაცხადის მომზადება და კომიტეტისთვის გადაგზავნა; ** საკრედიტო პორთფელის ხარისხის მართვა; ** მიმდინარე ვადაგადაცილებულ კლიენტებთან ვიზიტი თანხის გადახდევინების მიზნით; ** პრობლემურ მსესხებლებთან ურთიერთობა. სესხის დროული დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, მათთან მოლაპარაკების წარმოება; ** ნაღდი ფულის მიღება; ** მატერიალური პასუხისმგებლობა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე ბიზნესის დაკრედიტების გამოცდილებით საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; ** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. სხვა მოთხოვნები: ** გამართული მეტყველება; ** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი; ** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა); ** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი; ** პრინციპულობა და შეუპოვრობა მუშაობაში; ** სისხარტე მუშაობაში; ** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: ** სრული განაკვეთი; კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი 10:00 სთ- 18:00 სთ; შაბათი 10:00-14:00 ** გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (წარმატებული შედეგების მიხედვით შესაძლოა საგამოსაცდელი ვადა დასრულდეს 1 თვეში); ** ანაზღაურება: 2000 ლარი (გამოსაცდელი ვადის პერიდოში დადგენილი გეგმის შესრულების პროპორციულად) + მოქნილი ბონუსი; ** კორპორატიული ულიმიტო სასაუბრო მობილურის ნომერი; ჩვენ გთავაზობთ: ** დინამიურ და საინტერესო სამსახურს, ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად ** სამუშაოს სწრაფად მზარდ მიკროსაფინანსო კომპანიაში, რომელიც ოპერირებს საინტერესო და კონკურენტულ სფეროში. ** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას გთხოვთ, ატვირთოთ თქვენი CV შემდეგ საფოსტო მისამართზე: [email protected] P.S. განაცხადი არ განიხილება თუ: 1. არ იქნება აპლიკანტის ფოტოსურათი; 2. განაცხადში არ იქნება მითითებული აპლიკანტისათვის მისაღები მინიმალური ხელფასი. 3. ასევე, ტექსტში მიუთითეთ თქვენი აზრით თვეში საშუალოდ რამდენი პოტენციური მსესხებელის მოზიდვას შეძლებთ?