TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Sales And Marketing Specialist

Sales And Marketing Specialist

Posted Jun 22, 2026 10 days ago

Job description

შატო ვარციხე აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ვარციხეში (ქუთაისი) თუ გაქვთ ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესში მუშაობის გამოცდილება, გიყვართ გაყიდვები, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული ხართ – შემოუერთდით ჩვენს გუნდს! ძირითადი მოვალეობები: სასტუმროს, რესტორნისა და ღონისძიებების სივრცეების გაყიდვების მართვა; კორპორატიული კლიენტების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მოძიება და განვითარება; გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და შესრულება; ჯგუფური ჯავშნების, კონფერენციების და სხვა ღონისძიებების გაყიდვა; კომერციული შეთავაზებების მომზადება და პრეზენტაციების ჩატარება; კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება; ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი; გაყიდვების გეგმების შესრულება და ანგარიშგება. Booking და სხვა ანალოგიური დაჯავშნის საიტების მართვა საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გამოცდილება ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის ან სასტუმრო ბიზნესის გაყიდვებში ჩაითვლება უპირატესობად; სასტუმროს ოპერაციების ან სასტუმროს მართვის სფეროს ცოდნა; მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციების ჩატარების მაღალი უნარი; გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებისა და CRM სისტემების ცოდნა; ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; B კატეგორიის მართვის მოწმობა (სასურველია) ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსური სისტემა); პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს; კარიერული ზრდის პერსპექტივას. 📍 სამუშაო ადგილი: შატო ვარციხე, იმერეთი ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე. 📧 დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]