TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო ბიოინჟინერი

სამედიცინო ბიოინჟინერი

mrcheveli Georgia ქართული
Posted Aug 03, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

სამედიცინო ცენტრი " მრჩეველი " ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში. "მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, სამედიცინო ბიოინჟინრის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი, ესმა ონიანის 10 სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე (ორშაბათი - პარასკევი); სამუშაო საათები: 09:00-18:00. ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით მივლინებისთვის მზაობა-საზღვარგარეთ და საქართველოში საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** აუცილებელია უმაღლესი განათლება, ბიოინჟინერიაში, ელექტროინჟინერიაში ან მომიჯნავე სფეროში (მაგისტრის ხარისხი პრიორიტეტულია); ** სამედიცინო/ლაბორატორიული აპარატურის ცოდნა და მართვის უნარი; ** სასურველია მუშაობის გამოცდილება ლაბორატორიაში; ** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. ძირითადი მოვალეობები: ** ლაბორატორიული ანალიზატორებისა და სხვა სამედიცინო მოწყობილობების ინსტალაცია, კალიბრაცია, პროგრამული და ტექნიკური მომსახურება; ** ახალი აპარატურის ინსტალაციის, დანერგვისა და ექსპლუატაციაში გაშვების პროცესში მონაწილეობა; ** აპარატურის გამართული მუშაობის მონიტორინგი და პრევენციული ტექნიკური მომსახურების განხორციელება; ** ტექნიკური გაუმართაობის დიაგნოსტიკა და დროული აღმოფხვრა ან მწარმოებელთან კოორდინაცია; ** აპარატურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და სერვისული ჩანაწერების წარმოება; ** ლაბორატორიის თანამშრომლებისთვის აპარატურის გამოყენებასთან დაკავშირებული ტექნიკური კონსულტაციისა და ტრენინგების ჩატარება; ** აპარატურის მწარმოებლებთან და უცხოელ პარტნიორებთან ტექნიკურ საკითხებზე კომუნიკაცია (ინგლისურ ენაზე) ** სათადარიგო ნაწილებისა და სახარჯი მასალების ტექნიკური საჭიროებების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ** ხარისხის მართვის სისტემის მოთხოვნების დაცვა და ტექნიკურ აუდიტებში მონაწილეობა. პროფესიული უნარ-ჩვევები: ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სხარტი აზროვნების უნარი; ** პასუხისმგებლიანი. რას გთავაზობთ: ** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის). დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]