TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი

karazanashvili-robotic-center Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

შპს "გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი . ჩვენს შესახებ: გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1 ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, ორშაბათიდან პარასკევამდე 09:00-18-00 საათამდე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კლინიკაში სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის სრულყოფა მონიტორინგი და განვითარება; ** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ხარისხისა და სტანდარტებთან შესაბამისობის პერიოდული აუდიტი/კონტროლი; ** ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან KTQ-ს სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** პაციენტთა უსაფრთხოებისა და სამედიცინო ცდომილებების/ინციდენტების რეგისტრირება, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა; ** შიდა პროტოკოლების, გაიდლაინებისა და სტანდარტული ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავებასა და განახლებაში მონაწილეობა; ** პაციენტთა კმაყოფილების კვლევა, საჩივრებისა და რეკომენდაციების ანალიზი; ** პერსონალისთვის ხარისხის მართვისა და პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე ტრენინგების ორგანიზება/ჩატარება; ** რეგულატორულ და მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა ხარისხის სტანდარტების კუთხით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ან ჯანდაცვის მენეჯმენტის მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად); ** სამედიცინო სფეროში ხარისხის მართვის სამსახურში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად.სამედიცინო კანონმდებლობისა და რეგულაციების კარგი ცოდნა; ** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა. პიროვნული თვისებები: ** ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი; ** დეტალებზე ორიენტაციის უნარი; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე [email protected] და წერილის სათაურად მიუთითეთ სამედიცინო ხარისხის მართვის მენეჯერი. ტელ: 555511472. http://www.mmt.ge