TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო წამომადგენელი

სამედიცინო წამომადგენელი

4hospitals Georgia ქართული
Posted Jul 21, 2026 1 day ago apply by Aug 21, 2026

Job description

" 4Hospitals " სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია "ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე" - შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს; "4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქუთაისი განაკვეთი: სრული სამუშაოს აღწერილობა: ** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით; ** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა. ** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; ** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება; ** სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი; ** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება; ** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; ** ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება; ** პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი; ** შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა; ძირითადი უნარები: ** გუნდურად მუშაობის უნარი ** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა ** მოლაპარაკების წარმოების უნარი ** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი ** კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა ** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა ** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა ** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სამედიცინო სფერო ჩაითვლება უპირატესობად) ** ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა ** ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად ჩვენ გთავაზობთ: ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე; თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected] არა უგვიანეს 2026 წლის 21 აგვისტომდე . გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება. "4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!