სამედიცინო წარმომადგენელი
Job description
ესპანური წარმოების ფარმაცევტული კომპანია " ზენდელ ნუტრაფარმა " აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. მდებარეობა: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #230 სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 ანაზღაურება: 1500 ლარი + მგზავრობის თანხა ან საწვავი + ბონუსი რეალიზაციის შესრულების შემთხვევაში (მოქმედი პრემიალური სისტემა) ჩვენ გთავაზობთ: ** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** გამოუცდელი კადრებისთვის ცოდნის გაზიარებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას; ** საპენსიო ფონდში გადასახდელი 4%-ის სრულად დაფარვას; ** ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობებს; ** სამედიცინო კონფერენცია/გამოფენებში მონაწილეობის შესაძლებლობას; ძირითადი მოვალეობები: ** სამიზნე აუდიტორიასთან ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება (სამედიცინო დაწესებულებები, აფთიაქები); ** დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში აქტიური მონაწილეობა (კონფერენციები, პრეზენტაციები და სხვა); ** დასახული ამოცანების ეფექტურად შესრულება და დროული რეპორტინგი; ** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება. აუცილებელი უნარები: ** გამართული კომუნიკაციისა და ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა; ** პუნქტუალურობა-დროის მართვის უნარი; ძირითადი მოთხოვნები: ** მინიმუმ საშუალო სპეციალური/უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** აღნიშნულ სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად. ** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.