TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო წარმომადგენელი

სამედიცინო წარმომადგენელი

inter-pharma Georgia ქართული
Posted Jul 30, 2026 4 days ago apply by Aug 30, 2026

Job description

ფარმაცევტული კომპანია "Inter Pharma" აცხადებს ვაკანსიას იმერეთის, აჭარის და კახეთის სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე. მოვალეობები: ** ყოველდღიური ვიზიტების განხორციელება ექიმებთან და აფთიაქების პერსონალთან; ** ვიზიტის ფარგლებში მედიკამენტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის წარდგენა; ** საპრომოციო მედიკამენტების პოპულარიზაციის მიზნით განსაზღვრული აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება; ** შესრულებული სამუშაოს ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური ანალიზი და რეპორტინგი ჯგუფის ხელმძღვანელთან; ** ფარმაცევტული ბაზრის ანალიზი. მოთხოვნები: ** უმაღლესი სამედიცინო განათლება; ** კარგი მეტყველება/გადმოცემის უნარი; ** შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა; ** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და პრობლემის სწრაფად გადაწყვეტის უნარი; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა; ** განვითარებაზე ორიენტირება; ** ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი მუშაობის გამოცდილება; ** შესრულებული სამუშაოების ანალიზი და რეპორტინგი. პირობები: ** ხუთდღიანი სამუშაო კვირა; ** სრული სამუშაო განაკვეთი - 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე; ** საგამოცდო პერიოდი: 3 თვე; ** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (პრაქტიკული უნარების და გამოცდილების გათვალისწინებით), შედეგის შესაბამისი წამახალისებელი პრემიები. დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV (ფოტოსურათი სავალდებულოა) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ, რომელ ვაკანსიასთან დაკავშირებით აგზავნით მონაცემებს.