TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი

სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი

SmartPharm თბილისი, საქართველოს მაშტაბით ქართული
Posted Jul 15, 2026 12h ago apply by Aug 13, 2026

Job description

Smartpharm" ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც დაფუძნებულია 2011 წელს და ეწევა ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტსა და დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ორიენტირებულია სტაბილურ განვითარებაზე, ფარმაცევტული პროდუქციის ასორტიმენტის გაზრდასა და სამომხმარებლო სერვისების გაუმჯობესებაზე. კომპანია ავტორიზებულია GDP და ISO 9001 სტანდარტის შესაბამისი სერთიფიკატით. დღეის მდგომარეობით "SmartPharm" მთელი საქართველოს მასშტაბით 800-მდე აფთიაქთან, მსხვილ ფარმაცევტულ ბაზებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან თანამშრომლობს და ერთ-ერთი ძლიერი დამსაქმებელია ფარმაცევტულ ბაზარზე კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების თვალსაზრისით. ფარმაცევტული კომპანია “ სმარტფარმი ” აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე თბილისში და რეგიონებში კომპანია გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს კონკურენტული, მზარდი ანაზღაურებით, პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას. მოვალეობები: სამედიცინო დაწესებულებებში დარგის წამყვან ლიდერებთან ორმაგი ვიზიტების განხორციელება; დაქვემდებარებაში მყოფი პირების მუშაობის კონტროლი; მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; სტრატეგიულ პროექტებში მონაწილეობა; შესრულებული სამუშაოს ანალიზი. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (უპირატესობა ენიჭება სამედიცინო განხრას); ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია) საოფისე პროგრამების ცოდნა; ჯგუფის ხელმძღვანელად ან სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება; საკუთარი ავტომანქანის ფლობა (სასურველია). აუცილებელი უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ორგანიზებულობა: ლიდერობისა და მენეჯერობის უნარი; კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი; გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ.ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კადნიდატებს. „Smartpharm” მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!