TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი/ფრონტი

სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერი/ფრონტი

გლობალ ბენეფიტს ჯორჯია თბილისი ქართული
Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 08, 2026

Job description

სს „ რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია “ აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო ზარალების ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში. სს „რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანია გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“ -ინოვატორული ხედვის მქონე რისკების მართვისა და სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს მრავალფეროვან სადაზღვევო პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციას კომპანიის შესახებ გთხოვთ გაეცნოთ მითითებულ ბმულზე: www.benefits.ge მისამართი: ქ.თბილისი, რ. ლაღიძის N8 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი - 10:00 -18:00, შაბათი - 10:00-დან 14:00-მდე ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა: დაზღვეულების მიღება-მომსახურება: დაზღვეულის იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების ჩაბარება, შემთხვევების დარეგულირების ჩათვლით დელეგირების ფარგლებში; ყველა საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენა: განხილული ქეისების პასუხის შეტყობინება ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის მეშვეობით; დაზღვეულის მიერ არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის იდენტიფიცირება და ხარვეზების გამოვლენა, ადგილზე დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნა, ასევე საჭიროების შემთხვევაში განხილვის შემდეგ დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნა; განხილული დოკუმენტაციის მოწესრიგება, კლასიფიკაცია, სისტემატიზაცია ქრონოლოგიურად შესაბამის საქაღალდეებში; დადგენილი ფორმით და პერიოდულობით ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან; რას ვითხოვთ: უმაღლესი სამედიცინო განათლება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; სასურველია უცხო ენების ფლობა (მინიმალური დონე B1/B2); სასურველია მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სადაზღვევო/სამედიცინო სფეროში მსგავს პოზიციაზე; რას გთავაზობთ: საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობებით მდიდარ სამუშაო გარემოს; მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს; ურთიერთობას ერთ-ერთ ყველაზე გამოცდილ და მეგობრულ გუნდთან; პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას; ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად; ჯანმრთელობის დაზღვევას; ულიმიტო სასაუბრო დროს; გამოსაცდელი ვადის წარმატებით გასვლის შემდეგ ყოველ კვარტალში 1 თავისუფალ სამუშაო დღეს (Day Off); კომპანიის მიერ ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას; ფულად კომპენსაციას 500-800 ლარის ოდენობით განსაკუთრებულ შემთხვევებში; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ლინკზე და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: https://benefits.selfrecruit.ge/s/FFCVt გისურვებთ წარმატებას!