სამეურნეო ჯგუფის სპეციალისტი
Job description
ამბულატორიული ქსელი „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე შპს „მედისონ ჰოლდინგი“ 2014 წლიდან ოპერირებს სამედიცინო ბაზარზე და წარმოდგენილია ოთხი ფილიალის სახით. კომპანიის მისიაა მოსახლეობისთვის სრული და ხელმისაწვდომი ამბულატორიული სერვისების მიწოდება. სამუშაო ადგილმდებარეობა - ქ. თბილისი, სანზონა სამუშაო გრაფიკი - ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: უზრუნველყოს ფილიალის მატერიალურ-ტექნიკურად გამართული ფუნქციონირება. აკონტროლებს შენობის, ტექნიკური მოწყობილობებისა და საინჟინრო კომუნიკაციების (წყალი, გათბობა, ელექტროენერგია, ვენტილაცია და ა.შ.) გამართულობას. ორგანიზებას უკეთებს საჭირო რემონტულ და ტექნიკურ სამუშაოებს, ახორციელებს მის მონიტორინგს. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი ან საშუალო პროფესიული განათლება სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 1 წლის გამოცდილება კომპიუტერული პროგრამების ცოდნა ტექნიკური პრობელემების სწრაფად ამოცნობისა და გადაწყვეტის უნარი. პასუხისმგებლობის მაღალი დონე, ორგანიზებულობა და სიზუსტე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიული განვითარებასა და ტრეინინგებს; თანამშრომლისთვის და თანამშრომლის ოჯახის წევრებისთვის 50% ფასდაკლება ნებისმიერ სერვისზე. კომფორტულ სამუშაო გარემოს; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე [email protected] „subject” ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილმდებარეობა. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!