TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამეურნეო ნაწილის დამხმარე

სამეურნეო ნაწილის დამხმარე

ნობლექსი Georgia ქართული
Posted Jul 29, 2026 5 days ago apply by Aug 29, 2026

Job description

კომპანია " ნობლექსი" 2005 წლიდან მოღვაწეობს აგრობიზნესში და წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც თბილისში, ქვ. ქართლსა და კახეთში წარმოდგენილია მაღაზიათა ქსელით "აგროსფერო". "აგროსფერო" არის პირველი სერტიფიცირებული ხორბლის სათესლე მასალის მწარმოებელი კომპანია საქართველოში. კომპანიის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: ვებ.გვერდზე: https://agrosphere.ge/ge/about ჩვენი ონლაინ მაღაზია: https://agrosphere.ge Facebook: https://agrosphe.re/facebook Youtube: https://agrosphe.re/youtube ჩვენი კომპანია გთავაზობთ სამეურნეო ნაწილის დამხმარის პოზიციაზე მუშაობას. ძირითადი მოვალეობები: ** ელექტროდაზიანებების აღმოფხვრა; ** დანადგარების, საინჟინრო-კომუნიკაციური სისტემების, ელექტროგაყვანილობის, ტუმბოებისა და სხვა მოწყობილობა-დანადგარების ნაწილების შეცვლა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება; ** სანტექნიკური სამუშაოების შესრულება და სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ** ოფისის ტერიტორიაზე მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულება; ** ავეჯის, კარ-ფანჯრების, სახურავისა და შენობა-ნაგებობის სხვა ნაწილების დაზიანებების აღმოფხვრა; ** ნათურებისა და სანათების შეცვლა; ** სამეურნეო საწყობის მოვლა, მასალების აღრიცხვა, ასევე სამეურნეო ინვენტარისა და ხელსაწყოების მოვლა-პატრონობა; ** ეზოს სამეურნეო მიმართულებით მოვლა და მოწესრიგება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საშუალო ან პროფესიული განათლება (ტექნიკური განათლება ჩაითვლება უპირატესობად); ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ელექტრო და სანტექნიკური სამუშაოების შესრულების პრაქტიკული გამოცდილება; ** მცირე სარემონტო და სამღებრო სამუშაოების შესრულების უნარი; ** სხვადასხვა ხელსაწყოსა და ტექნიკური ინვენტარის უსაფრთხოდ გამოყენების ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდში მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** შრომის უსაფრთხოების წესების ცოდნა და დაცვა. სამუშაო პირობები: ** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი. ** სამუშაო საათები: 09:00-18:00 ** სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 155. ** ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება და ბონუსი. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "სამეურნეო ნაწილის დამხმარე" გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. "ნობლექსი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 თვისა. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.