სამეურნეო სამსახურის სპეციალისტი
Job description
ქართული ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანია " ელვარე ", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე. ქარხანა მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, 31, 500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტების პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა მაღალი ზრდის ტემპი ბოლო 9 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ქვეყანაში წამყვანი პოზიციის დაკავება. კომპანიის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია, ხოლო კორპორატიული კულტურა მთლიანად ამ ღირებულებაზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდური მუშაობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ გუნდის წევრთან ურთიერთობა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ალექსეევკის დასახლება (აეროპორტის მიმდებარედ) სამუშაო გრაფიკი: სრული რას გთავაზობთ? ** ტრანსპორტირებას ზედა სამგორის მეტროდან საწარმომდე და უკან; ** კვებას; ** კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევა 100%-ით კომპანიის ხარჯზე (მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ); ** კონკურენტულ ანაზღაურებას. ძირითადი მოვალეობები: ** საჭიროების შემთხვევაში, მიმდინარე სარემონტო და შესაკეთებელი სამუშაოების პროცესში ჩართულობა და დახმარება; ** ადმინისტრაციის დეპარტამენტის სრული მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ სამუშაოებთან დაკავშირებით; ** კომპანიის პროექტებთან დაკავშირებული ყველა სამეურნეო საკითხში ხელმძღვანელის მხარდაჭერა; ** საწარმოს ტერიტორიაზე არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობის, ელ. მომარაგების, წყალმომარაგებისა და სხვა დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთების პროცესში ჩართულობა; ** საჭიროების შემთხვევაში სიმაღლეზე სამუშაოების უსაფრთხოდ შესრულება, კომპანიის შიდა რეგულაციებისა და უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით; ** უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სამეურნეო/საოფისე ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით სპეციალისტის პოზიციაზე გამოცდილება; ** ელექტროგაყვანილობის ცოდნა; ** კუთხსახეხის გამოყენების უნარი (სასურველია); ** ელექტრორკალური შედუღების აპარატთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია). პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება. ** პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი (სტრესულ ან ფორსმაჟორულ სიტუაციებში ორიენტაციის უნარი). ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა. ** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია: პროდუქტის შემოწმებისა და კონტროლის ოპერატორი შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 20 ივლისის ჩათვლით. "Elvare" გისურვებთ წარმატებას!