სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი
Job description
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის თანამშრომლის პოზიციაზე. ჩვენ გთავაზობთ: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00-18:00; ანაზღაურება: 1100 ლარი ფიქსირებული, ასევე ყოველწლიური პრემია; კვება; ჯანმრთელობის დაზღვევა სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი. ძირითადი მოვალეობები: უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული სამეურნეო ხასიათის დავალებების შესრულება; დეპარტამენტის მიმდინარე სამშენებლო და სარემონტო პროექტებში მონაწილეობის მიღება. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: სამეურნეო სამსახურის თანამშრომელი ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 69 29 60 ნინო. მეტი ინფორმაციისათვის გვესტუმრეთ: https://www.autobazroba.com/ https://autopapa.ge/ge/page/about https://m.facebook.com/autopapa.ge/ მოგვწერეთ: [email protected] საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! გაცნობებთ , რომ ჩვენს ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს თრეიდინგ ინვესთმენთ ქომფანის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით. თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება. თქვენ გაქვთ უფლება: მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა; გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით; ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათალისწინებული სხვა უფლებებით. თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზვანეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე: [email protected] ან წარმოადგინეთ განცხადება (მის.: საქართველო, ქალაქი რუსთავი, ალექსანდრე ლობჟანიძის ქუჩა, N 17).