TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტი

სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტი

patisserie-bela Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე! სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 დღე) ანაზღაურება: 1500 ლარი ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს; ** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას; ** უფასო კვებას; ** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს. მოვალეობები: ** საწარმოსა და მაღაზიების შემოვლა, პრობლემური საკითხების იდენტიფიკაცია, შესაძლებლობების ფარგლებში აღმოფხვრა; ** მაღაზიების აღჭურვა-მომარაგება სხვადასხვა სახის ინვენტარით, დაზიანებული ინვენტარისა და მოწყობილობების შეკეთება; ** შესაბამისი მოწყობილობების სისტემატური დათვალიერება/კონტროლი; ** სადეზინფექციო-სადერატიზაციო საქმიანობის უზრუნველყოფა; ** შრომის უსაფრთხოების, სანიტარიულ-ჰიგიენური და ტექნიკური რეგულაციების დაცვა-კონტროლი; ** კომპანიის მხარდაჭერა სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებში. მოთხოვნები: ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** B კატეგორიის მართვის მოწმობა. პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდურად მუშაობის უნარი. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 596 453 453. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე. გისურვებთ წარმატებას!