სამეურნეო სპეციალისტი
Job description
" BET25 " არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებსა და ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს. "BET25" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 10:00-18:00 უშუალო ხელმძღვანელი: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ფილიალის ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, აღმოფხვრა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** შენობა-ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება (კომპეტენციის ფარგლებში); ** სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა; ** ელექტრომეურნეობის მომსახურება; ** სანტექნიკური სამუშაოების წარმოება; ** ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი; ** უშუალო უფროსისა და მენეჯერებისგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები: ** ელექტროსისტემის მინიმალური მოთხოვნების ცოდნა; ** სანტექნიკური სამუშაოების გამოცდილება; ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება — "სამეურნეო სპეციალისტი". თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "BET25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.