TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

მედეგი სთილ თბილისი ქართული
Posted Jul 09, 2026 1 day ago apply by Aug 07, 2026

Job description

კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო ობიექტებისა და სამშენებლო მაღაზიების წარმომადგენლებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების წარმოება; კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია; პროდუქციის შეთავაზება და პროფესიული კონსულტაციის გაწევა; შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პირობების კოორდინაცია; პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან მუდმივი კომუნიკაცია: კომერციული შეთავაზებების გადაგზავნა, სიახლეების გაცნობა და შემდგომი კომუნიკაციის წარმოება; ბაზრის მუდმივი მონიტორინგი და ახალი კლიენტების მოძიება; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მივლინება ბაზრის კვლევის, ახალი მომხმარებლების მოძიებისა და რეალიზაციის ზრდის მიზნით; ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების (რეპორტების) მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო მასალებისა და ბაზარზე არსებული თანამედროვე ტენდენციების ცოდნა; მოლაპარაკებებისა და გაყიდვების წარმოების გამოცდილება; კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა; MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა; სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტები და გამოცდილება; ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს. თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და ჩვენ დაგიკავშირდებით: [email protected]