სამშენებლო პროექტის მენეჯერი
Job description
სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ძირითადი მოვალეობები: ** მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო პროექტების სრული პროცესის ზედამხედველობა; ** სამშენებლო საქმიანობის მიმდინარეობის და შესრულების რეგულარული კონტროლი; ** კომუნიკაცია პროექტის დაგეგმარებაში ჩართულ პირებთან; ** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება; ** სამშენებლო პროექტის ფინანსური კონტროლი; ** სამშენებლო პროცესების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი; ** ბიუჯეტის, ვადების, სტანდარტის და ხარისხი კონტროლი; ** საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილების შეტანა; ** პერიოდულად სამშენებლო ობიექტის ვიზიტი, დათვალიერება და შემოწმება; ** ხელმძღვანელობასთან პროექტის მიმდინარეობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება (მშენებელ-ინჟინრის სფეროსთან განხრით/ან ბიზნეს ადმინისტრირება); ** პროექტის მენეჯრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; ** არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების კითხვის უნარი; ** სამშენებლო სამართლებრივის ნორმების და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; ** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა; ** პროგრამების ცოდნა (MS Office, Archicad, Autocad). პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა; ** შესასრულებელ სამუშაოსა და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი. გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო პროექტის მენეჯერი