TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო პროექტის მენეჯერი

სამშენებლო პროექტის მენეჯერი

Posted Jul 10, 2026 1 day ago apply by Aug 10, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია შპს " ბრიტანია დეველოპმენტი " აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. კომპანია გთავაზობთ მუდმივ სამსახურს. სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი 9:00-18:00სთ ადგილმდებარეობა: ქალაქი ქუთაისი შრომის ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება შეთანხმებით, დასაქმებულის გამოცდილების, კვალიფიკაციისა და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით. ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ განსაზღვრულ დღეს. ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის პროექტების დაგეგმარების, განხორციელებისა და დასრულების (მიღება-ჩაბარების) პროცესის წარმართვა; ** თითოეული პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების სრული, დეტალური გეგმა-გრაფიკის შემუშავება; ** ხარჯთაღრიცხვის და სრული, დეტალური გეგა-გრაფიკის მიხედვით პროექტის ბიუჯეტის შემუშავება/კონტროლი; ** ობიექტის მენეჯერისთვის პროექტის განხორციელების გეგმის, მეთოდოლოგიისა და პროცედურების შემუშავება, შეთანხმება და დანერგვა; ** პროექტის ავტორის მიერ შესრულებული სამუშაოების დამუშავება და აღნიშნულის დადარება სახელშეკრულებო პირობებთან და ხარჯთაღრიცხვასთან; ** შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა, მიღება-ჩაბარების (ფორმა 2) მომზადების უზრუნველყოფა და დამკვეთთან შეთანხმება; ** პროექტის რისკების, რეპორტინგის და პრობლემების მართვა; ** ქვეკონტრაქტორების და მომწოდებლების შერჩევის ორგანიზება მართვა; ** პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვების უზრუნველყოფა; ** პროექტის საჭიროებისამებრ ურთიერთობა სახელმწიფო და სხვა შესაბამის ორგანოებთან, დამკვეთის წარმომადგენლებთან; ** თითოეული პროექტის ფარგლებში სამშენებლო მასალების მოთხოვნა/მომარაგების პროცესის მართვა-კონტროლი და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი; ** სამშენებლო მასალების გახარჯვის აღრიცხვა-კონტროლი და მარაგების მართვა; ** თითოეული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების დასახელებებისა და მოცულობების, არქიტექტურული და კონსტრუქციული ნახაზების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის/თანხვედრის კონტროლი; ** შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში არსებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დასაბუთებული ინიცირება და კომუნიკაცია დამკვეთთან; ** პროექტის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტწარმოება; აუცილებელი მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან სამშენებლო ინჟინერიაში / არქიტექტურის სფეროში. ** მინიმუმ 3-4 წლიანი გამოცდილება სამშენებლო პროექტებზე. ** საპროექტო ნახაზების წაკითხვის და ანალიზის უნარი. ** სამუშაო მოცულობების (BOQ) დათვლის გამოცდილება. ** MS Project-ის ცოდნა. ** Excel-ის კარგი ცოდნა. ** ინგლისური ენის ცოდნა როგორც საკომუნიკაციო ისე დოკუმენტწარმოებითვის (წერილები, რეპორტები, მიმოწერა ელ.ფოსტის საშუალებით და ა.შ.). ** "ფიდიკ"-ის ხელშეკრულების ძირითადი პრინციპების ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები: ** პროექტის დაგეგმარების, ორგანიზების და მართვის უნარი; ** დროის ეფექტური მართვის უნარი; ** ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** სტრესის მართვის უნარი; ** რამდენიმე პროექტის ერთდროულად და ეფექტურად წარმართვის უნარი; ** მართვის მოწმობა B კატეგორია. დაინტერესებული კანდიდატებს ვთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი განაცხადი (ნებისმიერი ფორმით, სახელის, გვარის, ტელეფონის ნომრის და გამოცდილების მითითებით) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]