სამშენებლო პროექტის მენეჯერი
Job description
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი: სრული ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი ანაზღაურება: 5000 ლარი — შემდგომში ზრდის პერსპექტივით ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო პროექტის დაგეგმვაში მონაწილეობა — სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის დაგეგმარება, პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა, სამშენებლო სამუშაოების ვადების განსაზღვრა, სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო ტექნიკური და ადამიანური რესურსების საჭიროების განსაზღვრა და სხვა; ** კონტრაქტორების მიერ სამშენებლო სამუშაოების შესრულების ხარისხის, ვადებისა და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; ** მშენებლობის პროცესში სხვადასხვა საკითხის შეთანხმება მომიჯნავე პროფესიის (კონსტრუქტორი, გეოდეზისტი, წყალმომარაგება, წყალარინება, ვენტილაცია და სხვ.) წარმომადგენლებთან, შესაბამისი პირების კოორდინაცია, გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დოკუმენტირება; ** საპროექტო გეგმების შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათში ცვლილებების შეტანა; ** ხელმძღვანელობისთვის პროექტის მიმდინარეობის შედეგების შესახებ ანგარიშის წარდგენა; ** სამშენებლო ობიექტებზე სამუშაოების მსვლელობის მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის, არქიტექტურის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამისი მიმართულებით; ** სამშენებლო პროექტის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება; ** სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ნორმებისა და სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა; ** სამშენებლო ხარჯთაღრიცხვის ცოდნა; ** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; პიროვნული თვისებები: ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი; ** გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2026 წლის 31 აგვისტომდე . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სამშენებლო პროექტის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.