TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

სამშენებლო საქმეთა მწარმოებელი

anko Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 1 day ago apply by Aug 13, 2026

Job description

სამშენებლო კომპანია " ანკო " აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო საქმეთა მწარმოებლის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობიან სამშენებლო საქმეთა მწარმოებელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება სამშენებლო პროცესების ყოველდღიურ ზედამხედველობაზე, სამუშაოების ხარისხის, ვადებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესრულების კონტროლზე. პოზიცია მოითხოვს ძლიერ ტექნიკურ ცოდნას, ორგანიზებულობას და ეფექტური კომუნიკაციის უნარს ქვეკონტრაქტორებთან, პროექტის მენეჯერებთან, დიზაინერებთან, ზედამხედველებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან. ძირითადი მოვალეობები: ** სამშენებლო სამუშაოების ყოველდღიური ზედამხედველობა ობიექტზე; ** სამუშაოების შესრულების კონტროლი დამტკიცებული პროექტის, სამუშაო ნახაზებისა და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად; ** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და სამშენებლო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა; ** ქვეკონტრაქტორების, მომწოდებლებისა და ობიექტზე დასაქმებული პერსონალის კოორდინაცია; ** საპროექტო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის შესწავლა და შესაძლო ტექნიკური პრობლემების დროული იდენტიფიცირება; ** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გაზომვა და გადამოწმება; ** ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური პროგრესის ანგარიშების მომზადება; ** სამშენებლო გრაფიკის შესრულების მონიტორინგი და პროექტის ვადების დაცვაში მონაწილეობა; ** ზედამხედველებთან, პროექტანტებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაცია; ** შესყიდვების პროცესში ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა მასალებისა და მოწყობილობების სპეციფიკაციების განსაზღვრისას; ** შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი; ** სამშენებლო პროცესში წარმოშობილი ტექნიკური საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტაში მონაწილეობა; ** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება და მართვა (ინსპექტირების აქტები, სამუშაო ჟურნალები, ინსტრუქციები, ანგარიშები და სხვა); ** პროექტის შეხვედრებში მონაწილეობა და ტექნიკური ინფორმაციის წარდგენა ხელმძღვანელობისთვის. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით; ** მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო უბნის ინჟინრის პოზიციაზე; ** რკინაბეტონის, ლითონის კონსტრუქციებისა და მოსაპირკეთებელი სამუშაოების ტექნოლოგიების კარგი ცოდნა; ** სამშენებლო ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის თავისუფლად წაკითხვის უნარი; ** სამშენებლო პროცესების, ტექნოლოგიებისა და ხარისხის კონტროლის ცოდნა; ** საქართველოს სამშენებლო ნორმებისა და შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების ცოდნა; ** Microsoft Office-ის (Excel, Word, Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა; ** AutoCAD-ის ცოდნა სავალდებულოა; ** MS Project-ის, Primavera-ს ან BIM პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** მართვის მოწმობის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად. პიროვნული უნარები: ** ძლიერი ტექნიკური და ანალიტიკური აზროვნება; ** ორგანიზებულობა და დაგეგმვის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პრობლემების ეფექტურად გადაჭრის უნარი; ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობისა და ვადების ეფექტურად მართვის უნარი; ** ლიდერული თვისებები და გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] e.