სამუშაოთა მწარმოებელი
Job description
სამუშაოთა მწარმოებელი (საგზაო/ინფრასტრუქტურული მიმართულებით) მდებარეობა: თბილისი სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები სამუშაო განაკვეთი: სრული კომპანიის შესახებ: ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში. კომპანიის ბიზნესმიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგოობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროებისა და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კომპანიას ესაჭიროება მშენებლობის განყოფილებაში სამუშაოთა მწარმოებელი, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტზე საგზაო, საექსკავაციო, მიწისა და რკინა-ბეტონის სამუშაოების ტექნოლოგიურად სწორ, ეფექტურ მართვასა და საინჟინრო კონტროლს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** სამშენებლო ობიექტზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების უშუალო მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა; ** მიწის სამუშაოების, გრუნტის დამუშავებისა და საექსკავაციო პროცესების ტექნოლოგიურად სწორად წარმართვა; ** რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, ყალიბებისა და არმირების სამუშაოების წარმოება და ხარისხის მკაცრი კონტროლი (ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები); ** სამშენებლო მოედანზე მძიმე ტექნიკისა და მუშახელის (ბრიგადების) ეფექტური გადანაწილება, მუშაობის მონიტორინგი და რესურსების ოპტიმიზაცია; ** სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საინჟინრო ნახაზების ზუსტი დაცვით; ** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა და კონტროლი. განათლება და კვალიფიკაცია: ** უმაღლესი ტექნიკური განათლება: ინჟინრის კვალიფიკაცია (სამოქალაქო ან საგზაო მშენებლობის მიმართულებით) ან შესაბამისი მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა/განათლება; ** საგზაო ან მძიმე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბის)/საგზაო მშენებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება; ** საინჟინრო და ტექნიკური ნახაზების კითხვისა და პრაქტიკაში გადმოტანის უნარი; ** მიწის, საექსკავაციო და რკინა-ბეტონის სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების, სტანდარტებისა და მასალების სპეციფიკაციის სრულყოფილი ცოდნა. ენები: ** ქართული ენა - თავისუფლად; ** ინგლისური ენა - უპირატესობა იქნება. პირადი უნარები: ** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა; ** გუნდის ეფექტურად მართვის, კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისა და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა. რას გთავაზობთ: ** საშუალებას, იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; ** ახალი ბიზნესმიმართულების განვითარების შესაძლებლობას; ** კონკურენტუნარიან ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.