სამზარეულოს დამხმარე
Job description
ახალი კაფე-ბარი ოპტიმისტური ხედვა აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დამხმარის პოზიციაზე. ვეძებთ პასუხისმგებლიან, შრომისმოყვარე და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება მზარეულს ყოველდღიურ სამუშაო პროცესში. სამუშაო პირობები სამუშაო საათები: 11:00-დან 23:00 საათამდე; სამუშაო გრაფიკი: საშუალოდ 15 სამუშაო დღე თვეში; ანაზღაურება: 50 ლარი ხელზე თითო ნამუშევარ ცვლაში; 15 სამუშაო დღის შემთხვევაში თვიური ანაზღაურება შეადგენს 750 ლარს ხელზე. ძირითადი მოვალეობები პროდუქტებისა და ინგრედიენტების წინასწარ მომზადება; ბოსტნეულის გასუფთავება, გარეცხვა და დაჭრა; მზარეულის დახმარება კერძების მომზადების პროცესში; ჭურჭლისა და სამზარეულოს ინვენტარის გარეცხვა; სამუშაო ზედაპირებისა და სამზარეულოს მოწესრიგება; პროდუქციის მიღებასა და განთავსებაში დახმარება; სამზარეულოში სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა. მოთხოვნები პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა; სისუფთავე და მოწესრიგებულობა; სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი; გუნდური მუშაობის უნარი; სამუშაო გამოცდილება სასურველია, თუმცა სავალდებულო არ არის. სამუშაო ადგილი: მეტეხის აღმართი №14 დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია თქვენ შესახებ ან დაგვიკავშირდით: ტელეფონი: +995 595 967 849 ელფოსტა: [email protected]