სანტექნიკის შოურუმის გაყიდვების მენეჯერი
Job description
შპს „მაქსთერმი „ რომელიც 2005 წლიდან პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია გათბობის, გაგრილების, სავენტილაციო და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის მიმართულებით, ასევე სააბაზანოს პრემიუმ ავეჯის ხაზისა და კერამიკის მიმართულებით, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი : თბილისი, ბელიაშვილის 149; ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები : · მომხმარებლის თავაზიანად დახვედრა და მომსახურება; · სანქეტნიკის შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა; · მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა, შოურუმში წარმოდგენილი ბრენდების შეთავაზება და გაყიდულ ნივთზე ინვოისის გამოწერა; · შოურუმში პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა, ფასების ცვლილების ასახვა; · მომხმარებლის მოზიდვის მიზნით კომპანიის მიერ დაგეგმილ აქტივობებში და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები : · აუცილებელია სანტექნიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; · სასურველია ინგლისური ენის ცოდნა (B1 დონეზე); პიროვნული თვისებები: · პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა; · მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; · გუნდურად მუშაობა და შედეგზე ორიენტირებულობა. კომპანია გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევა; დამატებითი თავისუფალი დღე (ე.წ day off); პროფესიული განვითარების შესაძლებლობა. სამუშაო საათები: 09:30-18:00 ორშაბათი-შაბათი; (ერთი მოკლე დღე) ხელფასი: შეთანხმებით