საოპერაციო დირექტორი
Job description
რეკრუტინგული კომპანია “ Workpoint ”, რომელიც გახლავთ საერთაშორისო რეკრუტინგული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა და ფლობს საერთაშორისო შრომის ბაზარზე რეკრუტინგის მიმართულებით მრავალწლიან გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო დირექტორის (COO) თანამდებობაზე. კანდიდატების შერჩევა წარმოებს საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობისთვის, რომელიც ოპერირებს როგორც B2B, ისე B2C სექტორში ჯანდაცვის სექტორში. Chief Operating Officer (COO)- მისია იქნება კომპანიის საოპერაციო მოდელის განვითარება, პროცესების ოპტიმიზაცია, მმართველი გუნდის გაძლიერება და ისეთი სისტემების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს კომპანიის მდგრად და მასშტაბირებად განვითარებას. COO იმუშავებს უშუალოდ კომპანიის დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან, აქტიურად მიიღებს მონაწილეობას სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში და ექნება მნიშვნელოვანი როლი კომპანიის შემდეგი განვითარების ეტაპის ფორმირებაში. COO-ის მთავარი ძირითადი პასუხისმგებლობები კომპანიის საოპერაციო სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება CEO-სთან მჭიდრო თანამშრომლობით; ბიზნესპროცესების ანალიზი, სტანდარტიზაცია და უწყვეტი გაუმჯობესება; საოპერაციო ეფექტურობის ზრდა და შესრულების მაჩვენებლების (KPI) დანერგვა და მართვა; დეპარტამენტების ხელმძღვანელების კოორდინაცია და შედეგებზე ორიენტირებული მმართველი გუნდის ჩამოყალიბება; საოპერაციო ბიუჯეტის დაგეგმვა, რესურსების ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაცია; ლოგისტიკის, საწყობის, შესყიდვების, დისტრიბუციისა და სხვა საოპერაციო მიმართულებების კოორდინაცია; ERP სისტემის დანერგვა და პროცესების ავტომატიზაციის ხელშეწყობა; რეპორტინგისა და ანგარიშვალდებულების სისტემის განვითარება, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველყოფა; ცვლილებების მართვა, ახალი პროცესებისა და სტანდარტების წარმატებით დანერგვა; კომპანიის მასშტაბირების პროცესში საოპერაციო რისკების მართვა და შესრულების უწყვეტი კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; მინიმუმ 7 წლის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე, მათ შორის არანაკლებ 3 წელი COO-ის, ოპერაციული დირექტორის ან მსგავსი ხელმძღვანელი პოზიციის გამოცდილება; საშუალო ან დიდი ზომის კომპანიის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; ბიზნესპროცესების ოპტიმიზაციის, KPI სისტემებისა და საოპერაციო მართვის თანამედროვე მეთოდოლოგიების ცოდნა; ERP სისტემებთან (Microsoft Dynamics 365 Business Central, SAP, Oracle ან სხვა) მუშაობის გამოცდილება; ძლიერი ლიდერული, ანალიტიკური და გადაწყვეტილებების მიღების უნარები; ცვლილებების მართვისა და გუნდების განვითარების პრაქტიკული გამოცდილება; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; რუსული და/ან ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად. ჩვენ გთავაზობთ მაღალ და კონკურენტულ ანაზღაურებას, რომელიც ინდივიდუალურად განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციის შესაბამისად; წლიურ ან კვარტალურ შედეგებზე მიბმულ ბონუსს; გრძელვადიანი კარიერული განვითარების შესაძლებლობას; სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციას, სადაც კანდიდატს ექნება მნიშვნელოვანი გავლენა კომპანიის განვითარებასა და ზრდაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV(რეზიუმე) ფოტო-სურათით ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება COO -Chief Operating Officer